საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1052 და 1053 მუხლები:
„მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა
მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.
მუხლი 1053. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე
ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან სამი ათას ლარამდე.“.
3. კოდექსის 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე ნაწილი:
„39. ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის უფლებამოსილი პირები.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2294 მუხლი:
„მუხლი 2294. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი
1. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი განიხილავს ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1637–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1637. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.131.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №1637, 04.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.131 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14044/