ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№630
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 12/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1534 მუხლი:

     „მუხლი 1534. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“.

2. 239-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 1191, 145-ე–152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№630–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2008.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 05.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №630. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.003.354.
სად არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №630, 05.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.354 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19540/