საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3768
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 09/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 901 მუხლი:

     „მუხლი 901. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადების, გამოცდის, შეძენისა და შენახვის პირობების დარღვევა

1. ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადება, გამოცდა, შეძენა და შენახვა „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ნოემბერი.

№3768–IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3768. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.002.433.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №3768, 24.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.433 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1066/