საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე -14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიება ში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით − სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.“.
2. 188-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.“.
მუხლი 2 . საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექს ს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271 . პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილ ი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6392- Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 05.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6392-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 090000000.05.001.016797.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6392-Iს, 05.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016797 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1679324/