1. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;
გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო იმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში.
3. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№950
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3995 - ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3995
- 29.11.2019 კანონი №5407
- 01.06.2017 კანონი №950
- 05.06.2012 კანონი №6392
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 271. პატიმრობისპენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 1. პატიმრობისპენიტენციური კოდექსის 42-ე91-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე92-ე მუხლის მე-7მე-8 ნაწილით გათვალისწინებულიგათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგანმოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვისმსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგანმოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვისმსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობისპენიტენციური კოდექსის 42-ე91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგანმოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო 43-ეიმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში. 3. პატიმრობისპენიტენციური კოდექსის 42-ე91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 43-ე92-ე მუხლის მე-7მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო პატიმრობისიმავე კოდექსის 86-ე76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ემე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება