მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
თავი VIII — ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს:
ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;
ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (23.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(80)
საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის და 2017 წლის 15 მარტის განჩინებებით საქმეზე შეჩერებული იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 31 მაისის №338/18 და 2017 წლის 12 იანვრის №20/18 გადაწყვეტილებების მოქმედება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების…
საქმე №ბს-1471(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-10 პუნქტზე, 30-ე მუხლის მე-11 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული დადგენილებით დამტკიცებული „წესებისგან“ განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს…
საქმე №ბს-453(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
…ქ. დმანისში მდებარე სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისი 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, რეგისტრაციის…
…დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 3 იანვრიდან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის, 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის…
…ან განჩინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება მიეკუთვნება სწორედ ამ განჩინებათა კატეგორიას, ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმე სხვაგვარად დასრულდა (დაკმაყოფილდა ნ. ბ-შვილის საჩივარი და გაუქმდა…