საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3995-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
030000000.05.001.102165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 271. პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 

1. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;

გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო იმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში.

3. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3995-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3995-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.102165.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3995-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.102165 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6001447/