საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი ს (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) 474 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.“.
მუხლი 2 . „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტ ი ს „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 29 ივნისი.
№6599-რს