საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4071-რს
სარეგისტრაციო კოდი
170000000.05.001.016112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1.„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.“.

მუხლი 2.„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის (მერიის) რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.“.

მუხლი 3.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15დეკემბერი.

№4071–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4071-რს. სარეგისტრაციო კოდი — 170000000.05.001.016112.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4071-რს, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.016112 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1152672/