„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გრანტის გამცემი
1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა;
დ) საქართველოს სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5125–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5125-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 190020060.05.001.016441.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5125-IIს, 13.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020060.05.001.016441 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1498915/