„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და სხვა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, აგრეთვე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.
ქუთაისი, 22 მარტი 2017 წ. N489-IIს |