„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება
1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული თარიღი:
ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას; აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;
გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“.
2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 10 ივნისი 2016 წ. N5420-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5420-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.018148.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5420-IIს, 10.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018148 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3309589/