„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1979-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.020650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21​3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ16“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება.“.

2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ ქვეპუნქტი:

„ჰ16) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას. მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა დაამტკიცოს იურიდიული პირის იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირისთვის არ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას;

ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 9 თვისა დაამტკიცოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2022 წ.

N1979-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ზოგადი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2022.
როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1979-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.020650.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1979-IXმს-Xმპ, 02.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.020650 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5601569/