1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.
2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.
3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე 1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. 2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. 3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…ევროპული კონვენციის N7 ოქმზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 227-ე, 228-ე, 223-ე, 165-ე, 188-ე, 221-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, რაც…
საქმე №2კ-11-I-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2009
…გამოწვეული იყო წინასწარ განზრახულად ცრუ აღიარებით (თვითგანთქმით), რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე“, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. ასევე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რადგან საქართველოს სსსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის…
…შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე…
…გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამ ისა.“. 29. 194-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 188, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-188/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია