მუხლი 190. პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მათი გამოუცხადებლობის შედეგები
თავი XIX — სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით.
2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა.
3. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 190. პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მათი გამოუცხადებლობის შედეგები 1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სიურიდიული დახმაზრებინო ს შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით. 2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა. 3. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს საქართველოს მთგენერავალურ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
…წლის 7 ივნისის ბრძანებით ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის კუთვნილ ავტომობილ „ნივას“ და წინამდებარე განჩინების პ.2-ში აღნიშნულ უძრავ ქონებას {1998 წლის 19 თებერვლის რედაქციით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190.1, 30.1, 33.1 და 37.1 მუხლები}. 5. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დაამტკიცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 18…
…და ყადაღისაგან მისი ნივთების გათავისუფლების შესახებ. მათ არასდროს გამოუთქვამთ უკმაყოფილება გამომძიებლის ან სასამართლო აღმასრულებლის მიმართ იმის გამო, რომ მათ ყადაღა არ დაადეს ჯ. რ-ის ან სხვა გარეშე პირთა კუთვნილ ქონებას, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღა ედება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის და არა სხვა, გარეშე პირების ქონებას.…
…სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჩათვალა, რომ აპელანტს რწმუნებულების წარმოდგენის ვადა არ დაურღვევია და სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის ციტირებით, რასაც ახლავს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს ხსენებული ნორმის ბოლო აბზაცით…
საქმე №2კ-221დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2005
…შესაბამისადE9 და 12, 5 პროცენტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით შ. გ-ნი და რ. ლ-ია ითხოვენ მოსამართლის ბრძანების გაუქმებას და მიუთითებენ შემდეგზე: საქართველოს სსსკ-ის 190-ე მუხლის თანახმად, ქონებაზე ყადაღა დაედება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ქონებას, ხოლო საჩივრის ავტორები არც ერთ მათგანს არ…
საქმე №2კ-70დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2003
…აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად. სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე, 191-ე, მე-200 და 243-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 მარტის ბრძანება…
საქმე №2კ-221დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2002
საქმე №3გ-ად-236-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2002
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 190, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-190/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია