მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი
თავი XIX — სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
11. სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.
4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი 1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება. 11. სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. 2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში. 4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.
…რ-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანებით ყადაღა დაედო ქუთაისის............... ¹31/79-ში მდებარე, რ. რ-ის დედის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში რ. რ-ის კუთვნილ ქონებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებისა, და გამომძიებელ პ. ო-ის მიერ სასამართლოს აღნიშნული ბრძანება შესრულებული იქნა.…
საქმე №2კ-29დად.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2001
…კრების გადაწყვეტილებით. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული ბრძანება უხეშად ბღალავს შპს “საქართველოს თამბაქოს მანუფაქტურის”, მის დამფუძნებელთა და შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” საკუთრების უფლებას; სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 192-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა, რადგან ყადაღა დაედო საწარმოს შპს “საქართველოს თამბაქოს წარმოების” ქონებას; გაურკვეველია, რა საფუძვლით იქნა გათავისუფლებული…
…საოლქო პროკურატურის პროკურორი დ-------- ჩ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენში,კერძოდ: ბ--- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველო სსსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით („კ--------–ი“ (ს/ნ 4--------) ეპიზოდი), საქართველო სსსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით („კ--------–ი“…
…218-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ვითარების შეცვლის გამო. სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ირ---–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლა–------–--–--ის და გი-------------ის სააპელაციო საჩივრის…
…სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნებს, შესაბამისად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარეზოლუციო ნაწილი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე, 193-ე, 295-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ფ---------–---ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს;…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 192, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-192/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია