განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
330100118002320555
ინსტანცია
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002320555, №1/ბ-619-18

03 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი

ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ ვ--------–--–------–-–---–ის,მსჯავრდებულ ფ---------–---ის,მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----------------ის,თარჯიმან მ-------------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ფ---------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ფ---------–---ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აპელანტს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამასთან სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

 

ფ---------–---ის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ ცნო დასაშვებად და დაადგინა მისი ზეპირი მოსმენით განხილვა. 2018 წლის 3 ივლისს გამართულ სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ უკან ითხოვს სააპელაციო საჩივარს, მისი გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, გავლილი აქვს ადვოკატთან კონსულტაცია და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს. მსჯავრდებულის განმარტებას დაეთანხმა ადვოკატი დ----------------ი.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნებს, შესაბამისად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე, 193-ე, 295-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ფ---------–---ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

განუხილველად იქნეს დატოვებული მსჯავრდებულ ფ---------–---ის სააპელაციო საჩივარი;

 

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე