1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში.
2. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
4. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
5. სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.
7. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
8. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1605)
- საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
…ადვოკატებთან ერთად უკან გაიხმო სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. 3.3.1. სააპელაციო პალატამ ადგილზე თათბირით განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ ლ. კ–ეს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განუმარტა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი,…
- საქმე №2კ-1117აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
…რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია უკანონოდ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი…
- საქმე №2კ-1220აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
…რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია არასწორად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი…
- საქმე №2კ-1278აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2023
…და პროპორციულობის პრინციპები. 12. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში,…
- საქმე №2კ-810აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2023
…შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის №893აპ-19 განჩინება). 20. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესთან დაკავშირებით დაცვის მხარე კასატორის პოზიციასთან მიმართებით სასამართლო, ერთი მხრივ, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ…
- საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
- საქმე №2კ-594აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №2კ-908აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
- საქმე №2კ-470აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №2კ-688აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №2კ-470აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2021
- საქმე №2კ-492აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №2კ-490აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №330100118002513502 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330100117002200199 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №050100119002813147 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №330100120003406631 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100120003441695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №040100120003439852 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003277253 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003356500 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003170249 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003422799 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100119003151139 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003437263 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003265850 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003230670 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №160100120003442229 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003411561 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100120003426507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100120003419008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №080100119003108948 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №190100119003331144 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100118002358434 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100119003005115 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.04.2020
- საქმე №140100120003426209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №180100119003269958 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №010100119003236770 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1605-დან.