1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭო იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმით უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა.

4. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საჯაროდ.

7. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება