1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება ან/და აცილება.
6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით –
მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა.
9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.
10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივან