1. ზეპირი მოსმენისას საბჭო:

ა) იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე  ჩატარებული მსჯავრდებულის საქმის განხილვის შედეგებს, მათ შორის, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით მის შეფასებას, ასევე სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) უსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე სხვა პირებს;

გ)მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (ამ წესის დანართები №2-№3