1. ზეპირი მოსმენისას  საბჭოს აპარატის თანამშრომლის მიერ იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა ზეპირი მოსმენა;

ბ) საბჭოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრებისა და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარეების ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი.

2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.

3. ზეპირ მოსმენაში მონაწილე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის გაკეთების უფლება.

4. საბჭოს წევრი უფლებამოსილია განსხვავებული აზრი ასახოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმშ