1. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ჩაატაროს ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენას ან/და საჭიროა საქმეში მონაწილე პირების დაპირისპირების უზრუნველსაყოფად.

2. ზეპირ განხილვაზე დასწრების მიზნით სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია მოიწვიოს მხარე, დაინტერესებულ პირი, მესამე პირი და მოწმე.

3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, ზეპირი განხილვის გამართვამდე გონივრული ვადით ადრე, ზეპირ განხილვაში მონაწილე პირებს წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით აცნობოს ზეპირი განხილვის მიზანი, დრო და ადგილი.

4. საქმეში მონაწილე რომელიმე პირის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სხდომის ჩატარებას.

5. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. სხდომა შეიძლება ჩატარდეს ღიად, სხდომაში მონაწილე ყველა პირის თანხმობის შემთხვევაში.

6. ზეპირი განხილვის სხდომას წარმართავს სამსახურის თანამშრომელი. ზეპირი სხდომის თანმიმდევრულად წარმართვის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ზეპირი სხდომისას განსახილველი საკითხები და ზეპირ სხდომაზე დამსწრე მხარეებს მისცეს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის თანაბარი შესაძლებლობა.

7. ზეპირი განხილვა იწყება სამსახურის თანამშრომლის მიერ სხდომაზე დამსწრე პირებისათვის საქმის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით, ზეპირი სხდომის ჩატარების მიზნის გაცნობითა და ზეპირი სხდომის დღის წესრიგის წარდგენით, რის შემდგომაც სამსახურის თანამშრომელი თანმიმდევრულად აყენებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევის მიზნითაც მიმდინარეობს ზეპირი განხილვა. თითოეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებასთან დაკავშირებით მხარეებს უნდა მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის თანაბარი შესაძლებლობა.

8. ზეპირ განხილვაზე მოწმის ან/და ექსპერტის მოწვევის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს კითხვებს უსვამს სამსახურის თანამშრომელი, ხოლო შემდგომ, სამსახურის თანამშრომლის მიერ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მხარეები.

9. ზეპირ განხილვაზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გამოკვლევის შემთხვევაში, ზეპირ განხილვას უნდა ესწრებოდნენ მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მქონე შესაბამისი პირები.

10. ზეპირი განხილვის ჩატარებისას, ასევე ზეპირი განხილვის ზეპირი კომუნიკაციის ფორმით დანიშვნისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ