1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, ადგილზე ვიზიტით ან დისტანციურად, განახორციელოს ადგილზე შემოწმება. ადგილზე შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მონაცემთა დამუშავების კანონიერების სრულყოფილად შესწავლა სხვაგვარად ობიექტურად შეუძლებელი ან არაეფექტურია;

ბ) საჭიროა მონაცემთა დამუშავების მიზნით გამოყენებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, კომპიუტერული სისტემების) უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესაფასებლად ან/და კანონთან შესაბამისობის დასადგენად;

გ) საჭიროა მონაცემთა დამუშავების პროცესის ან დოკუმენტაციის ადგილზე შესწავლა ან/და ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერიმენტის ჩატარება;

დ) არსებობს სხვა გარემოება, რაც მიზანშეწონილს ხდის მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებების ადგილზე შესწავლას.

2. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე შემოწმება დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის/საცხოვრებელი ადგილის მფლობელის თანხმობით.

3. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით - ბრძანებით, რომელიც გამოიცემა შესაბამისი თანამშრომლის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამსახურის იმ თანამშრომლ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნომერი, რომელ(ებ)იც უფლებამოსილი არიან ჩაატარონ ადგილზე შემოწმება. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებითაც.

4. ადგილზე შემოწმების ფარგლებში მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ობიექტის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას სამსახურის თანამშრომლის დაშვების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.

5. ადგილზე შემოწმებისას, მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია, მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, დააკვირდეს მონაცემთა დამუშავების პროცესს, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია სამსახურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესის შეფერხება. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეფერხებისკენ მიმართული მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი ქმედება უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

6. სამსახურის თანამშრომელი ადგილზე შემოწმების დაწყებამდე, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს აწვდის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

7. ადგილზე შემოწმებისას სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი;

გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა;

დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც ესაჭიროება ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

8. ადგილზე შემოწმებისას სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ