1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველი, მიზანშეწონილობა და ფარგლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – შემოწმების დაწყების შესახებ ბრძანება