1. მხარე, დაინტერესებული პირი და მესამე პირი უფლებამოსილი არიან, ინფორმაციის წარდგენისას , მოითხოვონ მათ მიერ წარდგენილი ან მათთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა.
2. მხარის, დაინტერესებული პირის და მესამე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.
3. მხარის, დაინტერესებული პირის და მესამე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი