1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმება (ინსპექტირება) ხორციელდება შემოწმებების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.
2. შემოწმებების წლიური გეგმის შემუშავებისას, სამსახურმა სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გაითვალისწინოს:
ა) რისკების ანალიზის შედეგები;
ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 169-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები;
გ) მონაცემთა დამმუშავებლის მომართვა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირება) ჩატარებასთან დაკავშირებით;
დ) ტექნოლოგიური სიახლეები;
ე) კონსულტაციები სხვადასხვა მონაცემთა დამმუშავებელთან;
ვ) სამსახურის რესურსები.
3. შემოწმებების წლიური გეგმა შესაძლებელია ითვალისწინებდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას (ინსპექტირება) კონკრეტული სფეროების ან/და მონაცემთა დამმუშავებლების/უფლებამოსილი პირების მიხედვით.
4. სამსახური უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტ