1. გეგმური მონიტორინგის შემთხვევაში შეხვედრა/გასაუბრება ტარდება არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულებამდე, პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.
2. შემთხვევის მმართველი ყოველთვიურად, ინდივიდუალური გეგმის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში ამზადებს გეგმური მონიტორინგის ყოველთვიურ ანგარიშს (დანართი №10), რომელშიც აისახება არასრულწლოვანის მიერ შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და გამოვლენილი საჭიროებები, და წარუდგენს ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
3. ინდივიდუალური გეგმის შესრულებაში ჩართული თითოეული სპეციალისტი და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენელი ვალდებულია, მის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვანის მონაწილეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ფორმით (დანართი №9) შემთხვევის მმართველს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
4. შემთხვევის მმართველი უზრუნველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, სისტემატიზაციასა და გეგმური მონიტორინგის ანგარიშის მომზადებას.
5. გეგმური მონიტორინგის ანგარიშში აისახება:
ა) ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული სერვისის/პროგრამის შესრულების მდგომარეობა;
ბ) არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია;
გ) ინდივიდუალური გეგმის შესრულებაში ჩართული პირის/დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობა;
დ) მიღწეული შედეგები და დადებითი დინამიკა;
ე) გამოვლენილი სირთულეები და რისკები;
ვ) დამატებითი საჭიროებები და რეკომენდაციები;
ზ) შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმილი სერვისი/პროგრამ