1. ინდივიდუალური გეგმის შესრულებიდან ან საქმისწარმოების შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემთხვევის მმართველი ამზადებს არასრულწლოვანის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს (დანართი №12).

2. მონიტორინგის საბოლოო ანგარიში აისახება:

ა) არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებები და მახასიათებლები;

ბ) ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული სერვისები, პროგრამები და ღონისძიებები;

გ) ინფორმაცია არასრულწლოვანის მონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ;

დ) განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწეული პროგრესი;

ე) განხორციელებული სერვისების/პროგრამების არასრულწლოვანზე გავლენა;

ვ) გამოვლენილი სირთულეები და დარჩენილი საჭიროებები;

ზ) რეკომენდაციები არასრულწლოვანის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ.

3. მონიტორინგის საბოლოო ანგარიში ეფუძნება ინდივიდუალური გეგმის შესრულების პროცესში მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, პროცესში ჩართული პირების მიერ წარმოდგენილ მონაცემებ