1. ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე ხორციელდება არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი, რაც მოიცავს არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობას, აგრეთვე, მის მიერ მიღწეული შედეგების, დამატებითი საჭიროებებისა და სერვისის/პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას.

2. ინდივიდუალური გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

ა) გეგმური მონიტორინგი;

ბ) არაგეგმური მონიტორინგი;

გ) შემდგომი მონიტორინგი.

3. ცენტრი მონიტორინგს ახორციელებს შემთხვევის მმართველის მეშვეობით.

4. მონიტორინგი ხორციელდება შესაბამისი პირის/დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის მმართველი ესწრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობის პროცესს და გაესაუბრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიწოდებისთვის პასუხისმგებელ პირს, დაწესებულების წარმომადგენელს, არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს.

5. შემთხვევის მმართველი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ხვდება არასრულწლოვანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე მის კანონიერ წარმომადგენელს, და განიხილავს შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობას, არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ შედეგებს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვანის მონაწილეობისა და სხვა მონაწილე პირების მიერ აღმოჩენილი დახმარების ეფექტიანობას, შესაძლო დამატებით საჭიროებებსა და სხვა, შესაბამის საკითხებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ პირისპირ შეხვედრა შეუძლებელია, შემთხვევის მმართველი უფლებამოსილია შეხვედრა გამართოს დისტანციურად.

6. ინდივიდუალური გეგმის შესრულებაში ჩართული ნებისმიერი პირი, სპეციალისტი ან დაწესებულება ვალდებულია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს შემთხვევის მმართველთან და მიაწოდოს მას ინფორმაცია ინდივიდუალური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ დაწესებულების წარმომადგენელზეც, რომლის მიმართაც ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრულია შესაბამისი ვალდებულება ან შესასრულებელი ღონისძიებ