1. ინდივიდუალური გეგმის პროექტს (დანართი №8) შეიმუშავებს შემთხვევის მმართველი, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს.
2. ინდივიდუალური გეგმის პროექტი შეიძლება შეიცვალოს მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომაზე.
3. ინდივიდუალურ გეგმის პროექტს ამტკიცებს მულტიდისციპლინური ჯგუფი საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის წესის შესაბამისად.
4. ინდივიდუალური გეგმა მოიცავს ერთ ან მეტ მომსახურებას.
5. ინდივიდუალური გეგმის მინიმალური ვადაა 1 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – 6 თვე.
6. ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ეტაპზე შესაძლებელია მასში ცვლილების შეტანა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმიანობის წესისა და ამ წესის შესაბამისად.
არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა. არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფა და განვითარე