1. ცენტრი უფლებამოსილია არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სათანადოდ წარმართვის მიზნით პროკურატურისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
2. ცენტრი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციას იღებს პროკურორისგან, არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან.
3. ცენტრს უფლება აქვს, არასრულწლოვანთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აგრეთვე შეხვედრის მიზნით დაიბაროს ისინი ცენტრში ან/და მივიდეს მათ საცხოვრებელ ადგილას.
4. ცენტრს უფლება აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მისაღებად მიმართოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოს ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პირი/დაწესებულება ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
5. ცენტრს უფლება აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მისაღებად მივიდეს არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაესაუბროს ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, დაწესებულების დირექტორს, მასწავლებელსა და მანდატურს.
არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ინდივიდუალური გეგ