1. არასრულწლოვანის რისკისა და საჭიროების/არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების (შემდგომ – შეფასება) პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

2. შეფასების მიზანია არასრულწლოვანის საჭიროებების იდენტიფიცირება, რისკების გამოვლენა და რეაბილიტაციისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა.

3. შეფასებას აწარმოებს შემთხვევის მმართველი არასრულწლოვანის რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის (შემდგომ – შეფასების ფორმა) მიხედვით (დანართი №2).

4. თუ ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“–„თ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დინამიკურ ფაქტორებში დაფიქსირდება სირთულეები, შემთხვევის მმართველი უფლებამოსილია შეფასების პროცესში ჩართოს ფსიქოლოგი, რომელიც ავსებს ფსიქოლოგის შეფასების ფორმას (დანართი №3). ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელია შემთხვევის მმართველი.

5. არასრულწლოვანის გადაფასება ხდება ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხოლო ამ ვადაზე უფრო ადრე – საჭიროებისამებრ, რის შედეგადაც ივსება შეფასების ფორმა (დანართი №2