1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უზრუნველყოფილია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, მისი ღირსების პატივისცემა და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა.

2. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი ეფუძნება თანაზომიერების, ყველაზე მსუბუქი ღონისძიების გამოყენების პრიორიტეტულობის, კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპებს.

3. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უზრუნველყოფილია არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ამ მიზნით არასრულწლოვანის რისკისა და საჭიროებების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის, ასაკი, გონებრივი/კოგნიტური უნარების განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლება, აღზრდის პირობები, ოჯახური და სოციალური გარემო, უსაფრთხოება, რეაბილიტაციის საჭიროებები და სხვა გარემოებები, რომლებიც მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

4. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა.

5. ცენტრის საქმიანობა ეფუძნება მულტიდისციპლინურ მიდგომასა და მულტიუწყებრივ თანამშრომლობას, პროფესიულ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, და მიმართულია პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებისკენ.

6. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. ცენტრი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით, კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ცენტრის დებულებით, ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტები