1. არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილია არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა. არასრულწლოვანს აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

2. თუ არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებ