1. შეფასების ფორმის I ნაწილში (ინფორმაცია მიმართვისა და გამოყენებული წყაროების შესახებ) აღინიშნება ინფორმაცია მიმმართველი წყაროსა და მიმართვის თარიღის შესახებ, აგრეთვე შეფასების დაწყებისა და დასრულების თარიღები და ის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შეფასებას.

2. შეფასების ფორმის II ნაწილი (ზოგადი ინფორმაცია არასრულწლოვანის შესახებ) მოიცავს დემოგრაფიულ ზოგად მონაცემებს არასრულწლოვანის შესახებ.

3. შეფასების ფორმის III ნაწილი (სტატიკური ფაქტორები) უკავშირდება არასრულწლოვანის მიერ წარსულში განხორციელებულ მართლსაწინაღმდეგო ქმედებას და არ ექვემდებარება ცვლილებას. სტატიკური ფაქტორების შეფასების შემთხვევაში არასრულწლოვანი შეფასდება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი განზომილებით:

ა) მნიშვნელოვანი ზიანის რისკი სხვის მიმართ (თუ არასრულწლოვანი მომავალში ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, გამოიწვევს თუ არა ეს ქმედება მნიშვნელოვან ზიანს სხვა პირისთვის; რა დონის იქნება ეს რისკი (დაბალი, საშუალო, მაღალი));

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა (იმის პროგნოზირება, მომავალში ჩაიდენს თუ არა არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ხოლო ჩადენის შემთხვევაში – როგორია ამ ქმედების ჩადენის/განმეორებით ჩადენის ქმედების ალბათობა (დაბალი, საშუალო)).

4. შეფასების ფორმის IV ნაწილი (დინამიკური ფაქტორები) მოიცავს დროში ცვალებად ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანის ბიო-ფსიქო-სოციალურ ასპექტებს და შესაძლებელია სპეციალისტების ჩარევით შეიცვალოს დადებითისკენ, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციას.

5. შეფასების ფორმის IV ნაწილში აისახება არასრულწლოვანთან დაკავშირებული 15 დინამიკური ფაქტორი:

ა) საცხოვრებელი;

ბ) ოჯახი;

გ) განათლება;

დ) დასაქმების გამოცდილება;

ე) ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ) აზარტული თამაშები;

ზ) ალკოჰოლის მოხმარება;

თ) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება;

ი) დამოკიდებულება მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ;

კ) ცვლილებების მოტივაცია;

ლ) ურთიერთობა თანატოლებთან და ზრდასრულებთან;

მ) თავისუფალი დროის გამოყენება;

ნ) აზროვნება, ემოციებისა და ქცევის კონტროლი;

ო) ფიზიკური ჯანმრთელობა;

პ) ფსიქიკური ჯანმრთელობა.

6. შეფასების ფორმის IV ნაწილის შევსებისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

ა) შემფასებელმა თითოეულ თემატურ ბლოკთან მიმართებით უნდა ასახოს 2 ძირითადი ინფორმაცია:

ა.ა) შესაბამის ფაქტორთან დაკავშირებით არასრულწლოვანის კეთილდღეობის საჭიროების დონე;

ა.ბ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის საჭიროების დონის კავშირის არსებობა არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან;

ბ) თუ ფაქტორთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ იქნება დამცავი ფაქტორები, კეთილდღეობის საჭიროების დონე იქნება დაბალი, ხოლო სხვა შემთხვევაში – საშუალო ან მაღალი (ამ შემთხვევაში შემფასებელი იყენებს პროფესიულ მსჯელობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებასა და ანალიზს ეფუძნება);

გ) თუ მხოლოდ დამცავი ფაქტორები იქნება იდენტიფიცირებული, არ დადგინდება ამ ფაქტორის კავშირი არასრულოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან და კეთილდღეობის საჭიროების დონე იქნება საშუალო ან მაღალი, შემფასებელმა უნდა იმსჯელოს ამ გარემოებების მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან კავშირზე.

7. შეფასების ფორმის V ნაწილი (შემაჯამებელი შეფასება) მოიცავს სტატიკური და დინამიკური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის პროგნოზირებას. ამ ნაწილის შევსებისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

ა) თუ სირთულეები არცერთ დინამიკურ ფაქტორში არ გამოიკვეთება ან ის მხოლოდ 1 დინამიკურ ფაქტორში გამოიკვეთება, კერძოდ, ამ დინამიკური ფაქტორის კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან საშუალო ან მაღალ დონედ შეფასდება და სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება დაბალ ან საშუალო დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება დაბალი;

ბ) თუ სირთულეები 2 ან 3 დინამიკურ ფაქტორში გამოიკვეთება, კერძოდ, ამ დინამიკური ფაქტორის კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან საშუალო ან მაღალ დონედ შეფასდება და სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება დაბალ დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება დაბალი, ხოლო, თუ სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება საშუალო დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება საშუალო;

გ) თუ სირთულეები 4 ან 5 დინამიკურ ფაქტორში გამოიკვეთება, კერძოდ, ამ დინამიკური ფაქტორის კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან საშუალო ან მაღალ დონედ შეფასდება და სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება დაბალ ან საშუალო დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება საშუალო;

დ) თუ სირთულეები 6 ან 7 დინამიკურ ფაქტორში გამოიკვეთება, კერძოდ, ამ დინამიკური ფაქტორის კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან საშუალო ან მაღალ დონედ შეფასდება და სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასებული იქნება დაბალ დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება საშუალო, ხოლო თუ სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება საშუალო დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება მაღალი;

ე) თუ სირთულეები 8 და მეტ დინამიკურ ფაქტორში გამოიკვეთება, კერძოდ, ამ დინამიკური ფაქტორის კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობასთან საშუალო ან მაღალ დონედ შეფასდება და სტატიკური ფაქტორების მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა შეფასდება დაბალ ან საშუალო დონედ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შემაჯამებელი შეფასება იქნება მაღალი;

ვ) თუ დინამიკური ფაქტორების შეფასებისას შემთხვევის მმართველისთვის ერთი ან რამდენიმე დინამიკური ფაქტორი უცნობია, ეს გარემოება აუცილებლად უნდა ასახოს საბოლოო შეჯამების კომენტარის ველში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, 15 ფაქტორიდან რამდენი ფაქტორის შეფასება ვერ მოხერხდა და რატომ ვერ მოხერხდა. ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ რას ეფუძნება საბოოლო შეჯამება, და იმ შემთხვევაში, თუ ზოგი დინამიკური ფაქტორი უცნობია, დაზუსტდეს, რომ საბოლოო შეჯამება საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

8. შეფასების ფორმის VI ნაწილში (გადამისამართება/უწყებათაშორისი კოორდინაცია) აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) არასრულწლოვანთან მუშაობის პროცესში ჩართულია თუ არა სხვა დაწესებულების სპეციალისტი;

ბ) არსებობს თუ არა არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში ჩართული დაწესებულებების ფსიქოსოციალური მომსახურების სერვისში ჩართვის საჭიროება;

გ) არასრულწლოვანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ნებისმიერ სხვა სპეციალისტთან გადამისამართების მიზანშეწონილობ