1. არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, უკავშირდება არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს არასრულწლოვანის მონაწილეობით მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების ორგანიზების მიზნით.

2. თუ ცენტრი ვერ ახერხებს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენას ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებას, ცენტრი უფლებამოსილია კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს სხვა კომპეტენტურ დაწესებულებას.

3. არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ცენტრი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შემდგომი ეტაპების კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელების შესაძლებლობის თაობაზ