არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპებია:

ა) არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება – პროკურორის მიერ არასრულწლოვანის იდენტიფიცირება და მიმართვის ფორმის ცენტრისთვის მიწოდება;

ბ) ცენტრის მიერ არასრულწლოვანის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია და საქმისწარმოების დაწყება;

გ) არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება და არასრულწლოვანის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

დ) რისკისა და საჭიროებების შეფასება/არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და აღნიშნულის საფუძველზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება;

ე) არასრულწლოვანის საჭიროებების გათვალისწინებით ინდივიდუალური გეგმის შემუშავება;

ვ) არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის წარდგენა;

ზ) არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა და ინდივიდუალური გეგმის განხორციელება;

თ) არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგი;

ი) არასრულწლოვანის შემდგომი მონიტორინგი;

კ) მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საკითხზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თავი II

არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყე