1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება;

ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;

გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა;

დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგი;

ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება;

ზ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.

2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა