1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ“ დადგენილების მიღება.

2. სამინისტრომ დაამტკიცოს:

ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ;

ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.

3. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ ინსტრუქცია მტკიცდება საქართველოს კულტურის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1332 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3862 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №100 - ვებგვერდი, 28.12.2024