„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
1. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება აუცილებელ სა ბაჟო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი
კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.“.
2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.“.
3 . 35-ე მუხლი ს მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.“.
4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას
ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება იმპორტის გადასახდელები გა მოყენებული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად დადგენილი წესით.“.
5. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესი ს შესახებ ინსტრუქცია ს ამტკიცებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ი და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ი ერთობლივი ბრძანებით .“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5956- Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 19. კულტურული
- მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი
- მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა
- მუხლი 35. საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება
- მუხლი 38. საბაჟო და საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას
- მუხლი 43. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5956-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 450030000.05.001.016658.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5956-Iს, 27.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.016658 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1635067/