1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება აქვს. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

2. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებ