1. ჯგუფისთვის განსახილველად წარსადგენი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების ვადის დინება შეჩერდება, თუ არასრულწლოვანის მიმართვის ფორმა არ არის წარდგენილი ცენტრში ან ისეთი ხარვეზით არის შევსებული, რომელიც შეუძლებელს ხდის არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყებას. აღნიშნულის თაობაზე ცენტრის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პროკურორს. არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების ვადის დინება განახლდება ხარვეზის აღმოფხვრის – პროკურორის მიერ ცენტრში სათანადოდ შედგენილი არასრულწლოვანის მიმართვის ფორმის წარდგენის – შემთხვევაში.

2. არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი, თუ ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა