1. ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს მის არქივსა და სპეციალურ საცავში დაცული ჯგუფის მიერ განხილული/დამტკიცებული დოკუმენტების, აგრეთვე ჯგუფის სხდომის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერების უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და დაცვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ჯგუფის მიერ განხილული/დამტკიცებული დოკუმენტები, აგრეთვე ჯგუფის სხდომის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით, რის შემდეგაც ისინი ექვემდებარება განადგურებას.
3. დოკუმენტების განადგურება ხორციელდება შესაბამისი კომისიის მიერ, რის თაობაზეც დგება განადგურების აქტი.
4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი