1. ჯგუფის სხდომას წარმართავს ჯგუფის თავმჯდომარე.
2. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. ჯგუფის სხდომა არის დახურული.
4. გადაწყვეტილება მიიღება ჯგუფის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის თავმჯდომარის ხმა, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. ჯგუფის წევრს უფლება აქვს, დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.
7. ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
8. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომის მდივან