1. ჯგუფის წევრი ვალდებულია ჯგუფის წინაშე დააყენოს თვითაცილების საკითხი, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობის გამო, ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
2. ჯგუფის წევრის აცილების მოთხოვნა შეიძლება, დააყენოს:
ა) ჯგუფის სხვა წევრმა;
ბ) არასრულწლოვანმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა/ წარმომადგენელმა.
3. ჯგუფის წევრის აცილების საფუძვლებია:
ა) პირადი, ქონებრივი ან სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი საქმეში;
ბ) არასრულწლოვანთან, მის ოჯახთან ან კანონიერ წარმომადგენელთან/წარმომადგენელთან ნათესაური, სამსახურებრივი ან სხვა ახლო კავშირი;
გ) საქმესთან დაკავშირებული წინასწარი პოზიციის საჯაროდ ან ოფიციალურად დაფიქსირება;
დ) სხვა გარემოება, რომელიც ობიექტურად შეიძლება, იწვევდეს ეჭვს მის მიუკერძოებლობაზე.
4. აცილების საკითხს წყვეტს ჯგუფი დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილებაც განიხილება. ხმათა გაყოფის შემთხვევაში ჯგუფის შესაბამისი წევრი აცილებულად ჩაითვლება.
5. აცილებული ან თვითაცილებული ჯგუფის წევრის ნაცვლად სხდომაში მონაწილეობს მისი შემცვლელი წევრ