1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე ცენტრის სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) ჯგუფს წარუდგენს არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, საქმის მასალებსა და მონიტორინგის ანგარიშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ჯგუფს აწვდის მის მიერ მოპოვებულ სხვა ინფორმაციას.
2. საკითხის სრულყოფილი განხილვის მიზნით, ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიიღოს ცენტრის იმ თანამშრომელმა, რომელიც კონკრეტული არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობს, ხოლო სახლში განთავსებული არასრულწლოვანის საქმის განხილვაში – აგრეთვე ცენტრის იმ თანამშრომელმა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სახლში და ფლობს არასრულწლოვანის მდგომარეობასა და მის საჭიროებებზე მორგებული სერვისის/პროგრამის შესრულების ინდივიდუალური გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაცია