1. ჯგუფის სხდომა იმართება:
ა) არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში − არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხის გადასაწყვეტად;
ბ) არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში − შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისა და სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის მიზნით;
გ) ჯგუფისთვის შესაბამისი მიმართვიდან 3 სამუშაო დღეში − არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვისა (მათ შორის, არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების) და გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად;
დ) გადაუდებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში − პირველივე შესაძლებლობის დადგომისას;
ე) ჯგუფისთვის შესაბამისი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხდომა შეიძლება, მოწვეულ იქნეს ჯგუფის თავმჯდომარის ან ჯგუფის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის დასაბუთებული ინიციატივით.
3. ჯგუფის სხდომა შეიძლება, გაიმართოს:
ა) ფიზიკური დასწრებით;
ბ) დისტანციურად – ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ონლაინფორმატში);
გ) შერეული ფორმით – საქმის განხილვაში ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრის დისტანციურად მონაწილეობით.
4. დისტანციურად ან შერეული ფორმით სხდომა ტარდება, თუ უზრუნველყოფილია მონაწილეთა იდენტიფიკაცია, მათი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვა.
5. ჯგუფის სხდომა შეიძლება, ჩაიწეროს აუდიო- ან/და ვიდეოფორმატში. ჯგუფის სხდომის აუდიო- ან/და ვიდეოჩაწერას ახორციელებს სხდომის მდივანი.
6. ჯგუფის სხდომის ფორმატს განსაზღვრავს ჯგუფის თავმჯდომარე, საქმის გარემოებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
7. ჯგუფის სხდომა შეიძლება, გაიმართოს ჯგუფის ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ მისამართზე. სხდომის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს ჯგუფის თავმჯდომარე, საქმის გარემოებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინები