1. ჯგუფის წევრს უფლება აქვს:

ა) დააყენოს საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) გამოთქვას მოსაზრება/შენიშვნა და წარადგინოს წინადადება ჯგუფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) გამოთქვას განსხვავებული აზრი.

2. ჯგუფის წევრი ვალდებულია:

ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის შესაბამისად;

ბ) კეთილსინდისიერად და ობიექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები;

გ) დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ გაამჟღავნოს არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ჯგუფს და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი საკითხის განხილვაში;

ე) მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის სხდომებში და არ დაუშვას პროცესის გაუმართლებელი გაჭიანურება;

ვ) თუ იგი და მისი შემცვლელი პირი ვერ ახერხებენ სხდომაში მონაწილეობას, აღნიშნულის შესახებ დროულად შეატყობინონ ჯგუფის თავმჯდომარეს.

3. ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროს მიერ ჯგუფში სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლება;

გ) შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა;

დ) ჯგუფის სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამჯერ გაცდენა;

ე) ინტერესთა კონფლიქტის გაუცხადებლობა ან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

ვ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ზ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

თ) გარდაცვალება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე ჯგუფი ატყობინებს ცენტრის თავმჯდომარეს.

5. ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი