1. ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ;

ბ) დაამტკიცოს არასრულწლოვანის ინდივიდუალური გეგმა;

გ) განიხილოს მონიტორინგის ანგარიშები და მიიღოს გადაწყვეტილება სერვისის/პროგრამის შეცვლის, გაგრძელების ან რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ;

დ) გადაწყვიტოს სასამართლოსთვის არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შუამდგომლობით მიმართვის საკითხი;

ე) განიხილოს არასრულწლოვანის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობა;

ვ) გააუქმოს არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილება, სახლის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულებისა და არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ;

თ) არასრულწლოვანს მისცეს სახლის დროებით დატოვების უფლება კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით;

ი) ცენტრს მისცეს რეკომენდაცია სახლში განთავსებული არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომლის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო;

კ) საქმის სრულყოფილად განხილვის მიზნით:

კ.ა) გაეცნოს საქმის მასალებს, არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, მონიტორინგის ანგარიშსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტებს;

კ.ბ) ცენტრს მოსთხოვოს არასრულწლოვანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა;

კ.გ) ჯგუფის სხდომაში მონაწილე არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს დაუსვას კითხვები;

კ.დ) მოიწვიოს პირი/უწყება/დაწესებულება, რომელმაც ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანის თაობაზე, აგრეთვე სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი;

კ.ე) მოითხოვოს არასრულწლოვანის დამატებითი შეფასება;

ლ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. პირი/უწყება/დაწესებულება, რომელმაც ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, აგრეთვე სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, გამოცხადდეს ჯგუფის სხდომაზე და ითანამშრომლოს ჯგუფთა